უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთს ომამდე არსებული რაკეტების 45% აქვს დარჩენილი. „ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.
სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ რუსეთში რთული ვითარებაა ასევე „კალიბრებთან“ დაკავშირებითაც. უკრაინულმა ძალებმა მელიტოპოლში რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურეს.
ოკუპანტებმა კი ისევ დაბომბეს ზაპოროჟიე, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა.