უკრაინულმა ძალებმა მელიტოპოლში რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურეს

28 აგვისტო 2022, 14:25 616 ნახვა

პუტინის ომი უკრაინაში გრძელდება. უკრაინულმა ძალებმა წუხელ მელიტოპოლში რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურეს. განადგურებულია მელიტოპოლში მტრის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზა, რომელიც ავტოკოლორლიტის ქარხანაში მდებარეობდა. ოკუპანტებმა ისევ დაბომბეს ზაპოროჟიე, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა.

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 379 ბავშვია დაღუპული, 733-ზე მეტი კი დაშავებული.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 329 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 290 სრულად განადგურდა.

უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობას და მფრინავებს ავიაციის დღე მიულოცა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მათ გარეშე ქვეყნის დამოუკიდებლობის წარმოდგენა შეუძლებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი