ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატების მორიგი წერილი და ბრალდება ამერიკის საელჩოს. ოთხეული ამერიკის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებს ისევ აკრიტიკებს და ბრალდებებს უყენებს. წერილს ისევ არაერთგვაროვანი გამოხმაურებები აქვს პოლიტიკურ სპექტრში. ქართული ოცნება წერილის შეფასებისგან თავს იკავებს, თუმცა ელჩთან კითხვები მმართველ გუნდსაც აქვს. ოპოზიცია კი ბინძურ კამპანიაზე საუბრობს.