ერთ კვირაზე მეტია ბორჯომის ხეობაში ასობით ადამიანი ცეცხლს ებრძვის. მაშველები ახერხებენ კერების ლოკალიზებას, თუმცა ჩნდება ახალიც.
ცეცხლის ქრობის პროცესს რთული რელიეფი, ქარი და მაღალი ტემპერატურა ართულებს.
სინოპტიკოსები წვიმას უახლოეს დღეებში არ ვარაუდობენ, ისინი პირველ სექტემბრამდე ცხელი ამინდის შენარჩუნებას პროგნოზირებენ, ვითარებას კიდევ უფრო მეტად ართულებს ძლიერი ქარის მოლოდინი.