სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
ევროპის საუკეთესო 32 გუნდი 8 ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდა.
ხვიჩა კვარაცხელიას ''ნაპოლი'' A ჯგუფში მოხვდა , სადაც მატოქეებად ''აიაქსი'' , ''ლივერპული'' და ''რეინჯერსი'' ეყოლება.
დათა ხოჭოლავას ''კოპენჰაგენი'' კი G ჯგუფშია , სადაც ''მანჩესტერ სიტი'' , ''სევილია'' და ''დორტმუნდი'' იქნებიან.
ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის პირველი ტურის მატჩები 6 და 7 სექტემბერს გაიმართება. ბოლო მეექსვე ტური კი 1 და 2 ნოემბერს არის დაგეგმილი.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ლიგის ფლეიოფი 14-15 და 21-22 თებერვალს არის ჩანიშნული.
ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის ფინალი 10 ივნისი სტამბოლში , „ათათურქის '' სტადიონზე გაიმართება.
ყველა ჯგუფი:
A ჯგუფი : აიაქსი, ლივერპული, ნაპოლი, რეინჯერსი.
B ჯგუფი : პორტო , ატლეტიკო მადრიდი, ლევერკუზენი ,ბრიუგე
С ჯგუფი: ბაიერნი, ბარსელონა, ინტერი, პლზენი.
D ჯგუფი: აინტრაქტი, ტოტენჰემი, სპორტინგი, მარსელი.
E ჯგუფი: მილანი, ჩელსი, ზალცბურგი, დინამო ზაგრები.
F ჯგუფი: რეალი, ლაიფციგი, შახტარი, სელტიკი.
J ჯგუფი: მანჩესტერ სიტი, სევილია, დორტმუნდი, კოპენჰაგენი.
H ჯგუფი: პსჟ, იუვენტუსი, ბენფიკა, მაკაბი ჰაინფა.