ბორჯომში ხანძრის ახალი კერები ჩნდება

24 აგვისტო 2022, 19:43 518 ნახვა

ტყის ხანძარი მეექვსე დღეა მძვინვარებს ბორჯომში, ამდენივე დღეა ცეცხლის ლოკალიზება  ვერ ხერხდება,  ახალი კერები კი ახალციხეშიც გაჩნდა.გარდა იმისა, რომ მოსახლეობას ეშინია არ დაეწვათ სახნავ-სათესები, საუბრობენ  ძლიერი დაკვმალიანებისგან გართულებულ მდგომარეობაზეც. ბორჯომთან ერთად ხანძარი ახალციხეში დიდ ტერიტორიას უკვე მოედო. აქ ბორჯომისგან განსხვავებით ცეცხლის ჩაქრობას ცოცხალი ძალა ცდილობს. ბორჯომში კი რელიეფის გამო ავიაციის ჩართვა გახდა საჭირო, მიუვალ ადგილებში გზები კი სპეციალური ტექნიკითაც გაიყვანეს. მეტყევეებთან, მეხანძრე -მაშველებთან და  ჯარისკაცებთან ერთად, მოსახლოებაც ცდილობს საკუთარი ძალებით სტიქიასთან გამკვლავებას.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი