საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ ხალხს ომის მძიმე პერიოდში მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს.
"დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ უკრაინას! ომის ამ მძიმე პერიოდში უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას!“, - წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
დღეს უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.