ბოლო ღონისძიებების შემდეგ UFC-მ მებრძოლთა რეიტინგი განაახლა. 31 წლის მერაბ დვალიშვილმა ბრაზილიელი ჟოზე ალდო დაამარცხა.
ამ გამარჯვების შემდეგ კი რეიტინგში სამი საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად სუპერმსუბუქ დივიზიონში მე-3 პოზიციას იკავებს, რაც ქართველ მებრძოლებში ისტორიული შედეგია.
ამ წონაში პირველი ადგილი ამერიკელ ალჯამეინ სტერლინგს უჭირავს. შემდეგ კი რეიტინგში რუსი პეტრ იანი და ამერიკელი ტი ჯეი დილაშოუ მოდიან.