აშშ არ გეგმავს რუსებისთვის ვიზების აკრძალვას - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, შტატებს არ სურს ჩაუკეტოს საზღვარი იმ პირებს, რომლებიც რუსეთში იდევნებიან და საფრთხე ემუქრებათ.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 24 თებერვლიდან შტატებმა ქვეყანაში შესვლა დაახლოებით 5 000 პირს აუკრძალა, რომლებიც ამ გზით უკრაინაზე თავდასხმაში მონაწილეობას იღებდნენ.
გარდა ამისა სახელმწიფო დეპარტამენტმა მოკავშირეებთან კრემლის ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებასა და სავიზო შეზღუდვებზე იმუშავა.