ალექსანდრ დუგინის შვილის დარია დუგინას მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსული მედიის ცნობით ავტომობილზე დამონტაჟებული მოწყობილობა დისტანციურად ააფეთქეს.
რუსული მედიის ნაწილის ინფორმაციით კი, დარია დუგინას ავტომობილს უცხო მანქანა მიჰყვებოდა, რომელშიც გაუფორმებელი ტელეფონების მქონე პირები ისხდნენ, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ტელეფონიდან იყო შესაძლებელი ასაფეთქებელი მოწყობილობის დისტანციურად ამოქმედება.
ახალ ვერსიებს გამოძიება განიხილავს. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა“ არმიამ აიღო.
ორგანიზაციის ცნობით, მასში ის რუსი აქტივისტები არიან გაწევრიანებულები, რომლებიც პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან, მათ რიგებში არიან სამხედროები და პარტიზანებიც.