საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე იაპარეზებს, რომელიც 27 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ხორვატიის ქალაქ სპლიტში გაიმართება.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეიან სტანოევიჩმა შემადგენლობა დაასახელა.
ირაკლი რაზმაძე, ნიკოლოზ შუბლაძე, ვალიკო დადვანი,ხვიჩა ჯახაია, ნიკა ტყეშელაშვილი, მარკო ელაჩა, ფაბიო ბარალდი, ანდრია ბითაძე, სანდრო ადეიშვილი, ბორის ვაპენსკი, ნიკოლოზ შუშაშვილი, რეზი იმნაიშვილი, ივან სარიჩი, გიორგი მაგრაქველიძე, დუშან ვასიჩი.
საქართველო ევროპის ჩემპიონატზე მეხუთედ ითამაშებს. ქართველ წყალბურთელებს ევროპირველობაზე დებიუტი 2014 წელს ჰქონდათ, საუკეთოესო შედეგი მე-10 ადგილი კი 2020 წელს დააფიქსირეს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც იტალიის, მონტენეგროსა და სლოვაკეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას 29 აგვისტოს მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.