პუტინის ომის 179-ე დღე

21 აგვისტო 2022, 10:34 673 ნახვა

ქვეყანა ომში უკვე 178-ე დღეა ჩართულია. უკრაინის გამარჯვებისთვის ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ, ჯერ კიდევ უნდა გავძლოთ და სამწუხაროდ, გავუძლოთ ბევრ ტკივილს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მომავალი კვირა მნიშვნელოვანია უკრაინისა და უკრაინელებისთვის, რადგან მოდის უკრაინის დამოუკიდებლობის აღსანიშნავი თარიღი. მისი თქმით, მომავალ კვირას დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები და ვიზიტები უკრაინის ნამდვილ მეგობრებთან.

ზელენსკიმ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მომავალი კვირისთვის რუსებს შესაძლოა, „რაღაც განსაკუთრებულად ცუდი“ ჰქონდეთ მომზადებული უკრაინელებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი