იტალიის "სერია ა" -ს მეორე ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" შინ "მონცას" დაუპირისპირდება.
ხვიჩასთვის ეს გუნდის საშინაო არენაზე "სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე" პირველი მატჩი იქნება.
"ნაპოლიმ" სეზონი "ვერონასთან" გასვლაზე და 2:5 გამარჯვებით გახსნა , სადაც სადებიუტო შეხვედრაში ქართველმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
"ნაპოლის" და "მონცას" შეხვედრა დღეს 21 აგვისტოს თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.