მესამე სექტორის პასუხი „ქართულ ოცნებას“

20 აგვისტო 2022, 17:06 930 ნახვა

სამოქალაქო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა, უსამართლო და  დაუსაბუთებელი -ასე ეხმაურება 4 არასამთავრობო ორგანიზაცია ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც ორგანიზაცია    სამართლიან  არჩევნებს  საარჩევნო საკითხების სამუშაო ჯგუფში ჩართვის  ნება არ მიეცა.

სამოქალაქო საზოგადოება  ქართულ ოცნებას საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფში სამართლიანი არჩევნების   ჩართვისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ჯგუფში ორგანიზაციის დაშვებამდე დროებით წყვეტენ მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას. 

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ მათ თანამშრომლობა მხოლოდ მათ მიერვე განსაზღვრული პირობებით ლიმიტირებულ ჯგუფებში შესთავაზა და NGO-ები ამ ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად კეთილსინდისიერად მონაწილეობდნენ ამ სამუშაო ჯგუფებში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი