მსხვერპლით დასრულდა ავარია თურქეთში. გარდაცვლილია 16 ადამიანი. თარსუსი-ადანა-გაზიანთეფის გზაზე, საინფორმაციო სააგენტო „იჰლასის“ სატრანსპორტო საშუალებას სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა.
დაღუპულებს შორისაა 3 მეხანძრე, 4 მედპორსონალი, 2 ჟურნალისტი. დაშავებულია 21 ადამიანი. დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
არსებული ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.