ტანკებით, არტილერიითა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაიბომბა ნემალენკოეს, სულიგოვკასა და მაზანოვკას მახლობლად ტერიტორიები. დონბასში, რამდენიმე მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყო რუსეთმა. ასეთია პუტინის ომის 178-ე დღე უკრაინაში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში დაბომბვის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 13 ადამიანი. ვითარება უცვლელი დარჩა ვოლინის, პოლისის და სივერის მიმართულებით. მტერმა დაბომბა სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურა სუმის ოლქის ბილოპილისა და კრასნოპილის რაიონებში - ინფორმაციას უკრაინის გენ შტაბი ავრცელებს.
მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა დემორალიზებულია, რაც განპირობებულია მათი როტაციის თარიღების მუდმივი გადადებითა და დაპირებული ანაზღაურების შეუსრულებლობით," - ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი.