„ქართული ოცნების" ანტიდასავლური კამპანია, მიზანმიმართული თავდასხმა აშშ-ს, ევროკავშირის ელჩებზე, გავლენიან სამოქალაქო ინსტიტუტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე არის დასტური, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწერილი რეკომენდაციების შესრულება არ ხდება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა.
ხატია დეკანოიძე საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნების” არდაშვებას გამოეხმაურა.
დეკანოიძეს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გამოეხმაურა.
გივი მიქანაძის განცხადებით, “ტყუილია იმის თქმა, რომ“ქართული ოცნება” არ აძლევს საშუალებას ნაზი ჯანეზაშვილის ორგანიზაციას სამუშაო პროცესში ჩაერთოს”. მიქანაძის თქმით, დეკანოიძემ ბოდიში უნდა მოიხადოს.