გიორგი ანწუხელიძეს დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა

18 აგვისტო 2022, 11:55 8860 ნახვა

2008  წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროს გიორგი ანწუხელიძეს დაბადების დღეა. მას დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა.

გიორგი ანწუხელიძე რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 9 აგვისტოს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს. წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 

გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება აქვს მინიჭებული. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი