ქედასა და ხულოში მცხოვრები შშმ პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის საინფორმაციო სემინარები ჩატარდა. იმსჯელეს საზოგადოებაში არსებული სტიგმების, თვითშეფასების ამაღლების, უფლებრივი მდგომარეობის და სხვა საკითხების შესახებ. UNDP-ის მიერ მხარდაჭერილ პროექტს ასოციაცია ,, ერთმანეთისთვის“ ახორციელებს. სამომავლოდ, დასაქმების ხელშეწყობაზე ორიენტირებული გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ საინფორმაციო სერვისების შეთავაზება იგეგმება.