მერისში ,,გელინობა“ ჩატარდა

17 აგვისტო 2022, 11:14 1806 ნახვა

სოფელ მერისში ,,გელინობა“ აღნიშნეს. ღონისძიების  ავტორი იტალიაში მცხოვრები ქართველი  ემიგრანტი მელი თურმანიძეა. მისი ინფორმაციით, მსგავსი ღონისძიების საშუალებით  რძლობა-გელინობის  პოპულარიზება ხდება. 

ღონისძიების ფარგლებში იდეის ავტორმა საკუთარ ეზოში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ეზოში გამოფენილი იყო ძველი  საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭელი.

ადგილზე შესრულდა სხვადასხვა საქმიანობა: თამბაქოს დამუშავება, მატყლის დაჩეჩვა, დაამზადეს კერძები.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში