უკრაინაში ბირთვული საფრთხის პარალელურად, ინტენსიურად იბომბება დასახლებული პუნქტები. ხარკოვის საცხოვრებელ რაიონებში, გასული დღე ღამის განმავლობაში 10-ზე მეტი რაკეტა ჩამოვარდა, არიან დაჭრილები და დაღუპულები.
ხარკოვის მერის ინფორმაციით, დიდი ხანია ქალაქზე ასეთი რადიუსის სარაკეტო დარტყმა არ მომხდარა. რუსული ძალები ბახმუტსა და ავდიივკასთან შეტევას ახორციელებენ, ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება.
რამდენჯერმე დაიბომბა ქალაქი სლავიანსკი. სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონში რუსული სამხედროების საარტილერიო შეტევას.
უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია, მოსახლეობას უსაფრთხო ადგილებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.