ოპოზიციის განცხადება

15 აგვისტო 2022, 14:27 723 ნახვა

რუსული ოცნება აყენებს ხალხს არჩევანის წინაშე - ბიძინა ან ევროპა! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ  პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნიკა მელია ამბობს, რომ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, ცხადყოფს, რომ ივანიშვილის   მმართველობა არის დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე.  

ევროკომისიის ანგარიშით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, ოლიგარქიის პირობებში საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ გააჩნია, - განაცხადა   პარტია დროას “ ლიდერმა ბრიფინგზე.

ოპოზიციის ბრალდებებს ეხმაურებიან მმართველ გუნდში - ამბობენ, რომ სწორედ, მათი ოპონენტები არიან დისტანცირებულნი სამუშაო ჯგუფებისგან და არ ერთვებიან საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებში, ამასთან, სურთ გააჩინონ განცდა რომ საქართველო 12 რეკომენდაციის შესასრულებლად არაფერს აკეთებს.  როდესაც მათივე განცხადებით კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, მმართველი გუნდი ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს და ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი