ერევანში სავაჭრო ცენტრის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია 61 ადამიანი. ტრაგედიის ადგილზე დილიდან ქვეყნის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და დედაქალაქის მერი ჰრაჩია სარქისიანი მივიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, ამ დროისთვის 25 ადამიანი დაკარგულად ითვლება. შემთხვევის შედეგად დაშავებულთა შორის არიან 5 წლის გოგონა და ორსული ქალი.
ტრაგედია სომხეთის დედაქალაქში მდებარე სავაჭრო ცენტრში გუშინ მოხდა.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.