პარტია "საქართველოსთვის" გადაწყვეტილებით, ხობის საკრებულოს ორი წევრი პარტიიდან გაირიცხა

11 აგვისტო 2022, 17:45 237 ნახვა

პარტია "საქართველოსთვის" გადაწყვეტილებით, ხობის საკრებულოს წევრები, ნუგზარ შუშანია და მაკა ჩარტია პარტიიდან გაირიცხა, - ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ნუგზარ შუშანიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას დაჰპირდნენ, ხოლო მაკა ჩარტიას მეუღლის დასაქმებას.

"პარტია „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ოცნების“ მიერ მოსყიდული და გადაბირებული წევრები: ნუგზარ შუშანია და მაკა ჩარტია გარიცხული არიან ამავე პარტიის რიგებიდან. დღეს, „ოცნების“ მხრიდან ზეწოლისა და ფინანსური სარგებლის დაპირების შედეგად, პარტია „საქართველოსთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2-მა მოსყიდულმა და გადაბირებულმა წევრმა: ნუგზარ შუშანიამ და მაკა ჩარტიამ დატოვეს ფრაქცია „ხობი საქართველოსთვის“, რომელთაგან ერთს – ნუგზარ შუშანიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას დაპირდნენ, ხოლო მეორეს – მაკა ჩარტიას უმუშევარი მეუღლის დასაქმებას“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში