ევროკავშირმა და ბრიტანეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი შეწყვიტეს

10 აგვისტო 2022, 15:15 422 ნახვა

ევროკავშირმა და ბრიტანეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი შეწყვიტეს.  რუსული ქვანახშირის იმპორტზე ემბარგოს დაწესება, რომელსაც ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტი ითვალისწინებს, ძალაში დღეს შევიდა.

გადაწყვეტილების თანახმად, აიკრძალა ქვანახშირისა და სხვა მყარი წიაღისეული საწვავის შესყიდვა, იმპორტი ან ტრანსპორტირება ევროკავშირში, თუ ის წარმოებულია რუსეთში ან იქიდან არის ექსპორტირებული.

ევროკავშირი რუსულ ქვანახშირს ჩრდილოეთ ამერიკიდან, ავსტრალიიდან, კოლუმბიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ყაზახეთიდან იმპორტირებული ქვანახშირით ჩაანაცვლებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში