მარინა ოვსიანიკოვას წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრეს

10 აგვისტო 2022, 14:16 513 ნახვა

რუსული პირველი არხის ყოფილი რედაქტორის, მარიან ოვსიანიკოვას წინააღმდეგ "ფეიკების" გავრცელების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მის ბინაში კი ჩხრეკა ჩაატარეს.

მედიის ინფორმაციით, ჩხრეკა ე.წ. ფეიკების მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი „რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას“ კრძალავს და წლობით პატიმრობას ითვალისწინებს.

მარინა ოვსიანიკოვა 14 მარტს შეიჭრა მთავარი საინფორმაციო გამოშვების ეთერში პლაკატით, რომელზეც ეწერა "შეაჩერეთ ომი“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი