გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო „ფეისბუქის“ გვერდზეა აღნიშნული.
დღეს, 14 წლის თავზე, მწუხარებით ვიგონებთ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ საქართველოს ომში დაღუპულებს - წერია განცხადებაში.