დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთში 

07 აგვისტო 2022, 11:40 1057 ნახვა

ისრაელსა და „პალესტინის ისლამურ ჯიჰადს“ შორის ღაზას სექტორში, ბოლო ესკალაციის განსახილველად, გაეროს უშიშროების საბჭო ხვალ საგანგებო დახურულ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ გაეროში პალესტინის ელჩმა განაცხადა. შეხვედრის გამართვა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებმა მოითხოვა.

„აიღეთ საკუთარი პასუხისმგებლობა, რათა შეაჩეროთ ისრაელის აგრესია ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ღაზას სექტორში და უზრუნველყავით პალესტინელი ხალხის საერთაშორისო დაცვა”, - მოუწოდა პალესტინის მისიამ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს. ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა, მათ შორის ექვსი ბავშვია.

ისრაელი და ღაზა ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში წუხელ განხორციელებულ თავდასხმაში, რომელსაც ოთხი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი