კენტუკიში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის 4 ბავშვია. გუბერნატორის ინფორმაციით, ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას ელოდებიან.
წყალდიდობის შედეგად განადგურებულია ასობით საცხოვრებელი სახლი. რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობა ერთ-ერთი უარესია შტატის ისტორიაში.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ და მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.