ნენსი პელოსი ტაივანში ჩავა

02 აგვისტო 2022, 09:56 861 ნახვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში სავარაუდოდ დღეს ჩავა.  უცხოური მედიის ინფორმაციით, სპიკერი კუნძულზე 1 დღის განმავლობაში დარჩება, ჩასვლის ზუსტი დრო კი ცნობილი არ არის.

მანამ სანამ ნენსი პელოსი ოფიციალურ ვიზიტს დაგეგმავდა, ჩინეთმა შტატები გააფრთხილა, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ჩასვლა ტაივანში, ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ხელს შეუშლის, ასევე გააუარესებს ურთიერთობას ვაშინგტონთან.

პელოსის ვიზიტს გამოეხმაურა თეთრი სახლიც, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის განმარტებით, ეწვევა თუ არა პელოსი ტაივანს აზიური ტურნეს ფარგლებში, ეს მისი გუნდის გადასაწყვეტია.

ცნობისთვის, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თუ შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანში ჩავა, ჩინეთის სამხედროები „ხელებდაკრეფილი არ ისხდებიან“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი