პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
მისივე თქმით, სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულების ოჯახებს მთავრობა 100 ათას ლარს გამოუყოფს.
"მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ დავკარგეთ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები - ეკიპაჟის წევრები და მაშველები, ასევე გამოჩენილი მფრინავები. მე კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს. წლებია, ჩვენ ერთად ვმგზავობდით, მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და მთელ საზოგადოებას. სამინისტროს შემადგენლობასა და თითოეულ თანამშრომლებს, ასევე დაღუპულ ექიმებს. ეს დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ყველას ძალიან გული დაგვწყვიტა ამ ტრაგედიამ. მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენი მწუხარება გამოვხატო ამ ოჯახების მიმართ. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდით გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. თითოეულ ოჯახს სამინისტრო 100 ათას ლარს, ასევე გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო ექიმებისთვის გამოყოფს 100 ათას ლარს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი 29 ივლისს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა და დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
"მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი გმირი თანამემამულეების ოჯახებს. ძალიან საშინელი ტრაგედია მოხდა და თითოეული ეს ადამიანი გმირია, შესაბამისი ბრძანებულება უკვე გამოიცა და თითოეული ამ ადამიანის ოჯახს სახელმწიფო დაეხმარება 100 000 ლარით“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.