პარაპლანის უსაფრთხოებაზე ინსტრუქტორები საუბრობენ

30 ივლისი 2022, 20:05 1318 ნახვა

რამდენად უსაფრთხოა პარაპლანი საქართველოში?  გუდაურის ტრაგედიის შემდეგ  ეს საკითხი  გააქტიურდა და შს მინისტრი  მისი დროებით შეჩერების ინიციტივითაც გამოვიდა.

პარაპლანის პილოტები და ამ ექსტრემალურ სპორტში ჩართული ადამიანები ამბობენ, რომ გამოსავალი არ არის  აკრძალვა და ირკვევა ისიც, რომ ჯერ კიდევ წლებია თავად სთხოვენ სახელმწიფოს რეგულაციების შემუშავებას, რომ სპორტის ეს სახეობა იყოს  უფრო მეტად  უსაფრთხო.

პარაპლანის ინსტრუქტორი ლაშა ჯაპავა,  აცხადებს,  რომ ამ მიზნით მათ შეხვედრებიც ჰქონდათ ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი