ომი უკრაინაში

29 ივლისი 2022, 13:52 495 ნახვა

უკრაინაში ომის 156-ე დღეა. პრორუსმა „ბოევიკებმა“ 47 უკრაინელი სამხედროს დაღუპვის შესახებ განაცხადეს, მათ შორის არიან „აზოვის“ მებრძოლები. ისინი ელენოვკას კოლონიაში იმყოფებოდნენ. დაშავებულია 75 სამხედრო მოსამსახურე.  ლუჰანსკში ინფექციის გავრცელების რისკზე საუბრობს  ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

სერგეი გაიდაის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სასმელი წყლის პრობლემა დგას.  სუმის ოლქში ბოლოს 24 საათში რუსმა ოკუპანტებმა 44 საჰაერო იერიში განახორციელეს. დაიბომბა ქალაქი ხარკოვიც, სადაც რუსულმა მხარემ 2 ბომბი ჩამოაგდო, ერთ-ერთი მათგანი საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

ქალაქის მერის ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ხერსონის ოლქში რუსულ იერიშს 7 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა. 3 ადამიანი დაიღუპა ბახმუტში, დონეცკის გუბერნატორის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 12 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ამასთან გუბერნატორის თქმით, ამ დრომდე შეუძლებელია მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა.

კიროგოვრადის ოლქში სარაკეტო იერიშს 5 ადამიანი ემსხვერპლა, 26 კი დაშავდა. გრძელდება იერიშები მიკოლაევსა და დონბასზე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი