ამერიკაში, კენტუკის შტატში წყალდიდობას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადაუღებელმა წვიმებმა წყლის დონის მატება გამოიწვია.
გუბერნატორის ინფორმაციით, ვითარება მძიმეა, რის გამოც რამდენიმე ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ამასთან ენდი ბეშეარის თქმით, მოსალოდნელია მსხვერპლთა რაოდენობის ზრდაც.
წყალდიდობის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დატბორილია საცხოვრებელი სახლები.