ქობულეთში "აჭარა ტექსტილის" საწარმოში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა

28 ივლისი 2022, 14:27 5791 ნახვა

ქობულეთში "აჭარა ტექსტილის" საწარმოში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა, რის გამოც საწარმოს ადმინისტრაციამ თანამშრომლების ევაკუაცია მოახდინა. ისინი ამ წუთებში საწარმოს ეზოში იმყოფებიან.

აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, 20-მდე პირი შეუძლოდ გახდა, რის გამოც საჭირო გახდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება. 

საწარმოში სამუშაო პროცესი შეჩერებულია. "აჭარა ტექსტილის" მენეჯერის განცხადებით, საწარმოში ბუნებრივი აირი მხოლოდ სამზარეულოშია შეყვანილი და კავშირი არ აქვს ცენტრალურ ფრიგელთან, სადაც დასაქმებულები მუშაობენ.

შემთხვევის ადგილას იმყოფებიან "სოკარ გაზის" მობილური ჯგუფები, რომლებიც მოკვლევას ატარებენ. მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, ინფექციონისტები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. იქვე იმყოფება ქობულეთის მერი ლევან ზოიძე, რომელიც ვითარებას სწავლობს.

 

 

მასალა განახლებადია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი