,,წამო მთაში“ პროგრამისთვის ახალგაზრდების შერჩევა დაიწყო. ხულოს, ქედასა და შუახევში უკვე შერჩეული ოთხი ახალგაზრდა,რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში იცხოვრებენ და ყოფა-ცხოვრებას გაეცნობიან. ახალგაზრდები მუნიციპალიტეტების ტურიზმის განყოფილების მიერ შერჩეულ ოჯახებში განთავსდებიან. უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება და კვება. ხულოში ერთი მასპინძელი ოჯახი უკვე შერჩეულია სამოტივაციო წერილის საფუძველზე, კვირის ბოლომდე შეირჩევა დარჩენილი ოჯახებიც.