საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებშ ნურ-სულთანში მომავლის ენერგიის მუზეუმს ,,ნურ-ალემს’’ ეწვია და დელეგაციასთან ერთად მუზეუმის ექსპოზიციები დაათვალიერა. მომავლის ენერგიის მუზეუმი ყაზახეთის რესპუბლიკაში პირველი ტექნოლოგიური მუზეუმია. შენობა რვასართულიანია და თითოეულ სართულზე სხვადასხვა კონცეფციაა წარმოდგენილი. მუზეუმში წარმოდგენილია: ნურ-სულთანში ენერგიის ალტერნატიული წყაროების დანერგვის პროექტები, კოსმოსის შეუსწავლელი სივრცის საიდუმლოებები, "კოსმოსური კვლევის გვირაბი".