ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ყაზახეთის პრემიერთან

27 ივლისი 2022, 10:59 485 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ყაზახელ კოლეგასაც. ალიხან სმაილოვთან ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.

როგორც საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, ყაზახეთსა და საქართველოს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილმა და ალიხან სმაილოვმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე გაფართოებულ ფორმატში იმსჯელეს. საუბარი შეეხო ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სავაჭრო სფეროებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის სრულმასშტაბიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას. მხარეებმა არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების და გაფართოების მზაობა გამოთქვეს.

ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ციფრული განვითარების, ინოვაციებისა და კოსმოსური ინდუსტრიის სამინისტროს შორის თანამშრომლობისა და საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის რკინიგზებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს, ასევე საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის გაფართოების 2023-2026 წლების საგზაო რუკას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში