‘’ოქროს საწმისი არგონავტების კვალდაკვალ"- ბათუმი საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ქალაქს ხელოვანები 7 ქვეყნიდან სტუმრობენ. მუსიკალური და ქორეოგრაფიული ჯგუფები კონცერტებს მართავენ, ფესტივალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მასტერკლასები, კონფერენციები და ექსკურსიები. ორგანიზატორი კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის საზოგადეობაა.