საქველმოქმედო ფონდ ''ალილოს'' ინიციატივით წელს უკვე მეორედ საქართველოში 25-მდე უკრაინელი ბავშვი ჩამოიყვანეს. ისინი საბრძოლო ოპერაციებში ჩართული მებრძოლების შვილები არიან.
დღეს ევროპის მოედანზე მათ უკრაინის სოლიდარობის აქტივისტებმა უმასპინძლეს.
მანამდე კი უკრაინელმა ბავშვებმა ბათუმში შინდისის გმირების სკვერში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.