გამოცდების ეროვნული ცენტრი დამატებითი საგამოცდო სესიების ჩატარების შესახებ განცხადებას ავრცელებს

21 ივლისი 2022, 13:46 685 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც, COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, გამოცდებზე დასწრება ვერ შეძლეს, 24 ივლისს განისაზღვრა ერთი დამატებითი საგამოცდო სესია შემდეგ საგნებში:

ინგლისური ენა (პირველი სესია);

რუსული ენა (პირველი სესია);

ქიმია (პირველი სესია);

ლიტერატურა (პირველი სესია).

26 ივლისს ჩატარდება გამოცდა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში (პირველი სესია).

იმ უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მონაწილე პირებისთვის, რომლებმაც, COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, გამოცდებზე დასწრება ვერ შეძლეს, დამატებითი სესია გაიმართება 24 ივლისს (პირველი სესია).

მათივე ინფორმაციით, გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს ცხრილში მითითებულ დროსა და ადგილას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი