პროტესტის მეოთხე დღე

31 დეკემბერი 2016, 00:00 3040 ნახვა

სოფელ ყინჩაურის მოსახლეობა ახალ წელს ღია ცის ქვეშ ცენტრალურ მაგისტრალზე შეხვდება. მიზეზი არა საახალწლო განწყობა, არამედ აქციაა. მათ პროტესტის ნიშნად, უკვე მეოთხე დღეა ,,შუახევჰესის" მშენებელი კომპანიის ტექნიკისთვის  ცენტრალური გზა  გადაკეტილი აქვთ. აქ მცხოვრები 60-მდე ოჯახის მთავარი მოთხოვნა - კომპენსაცია ან გასახლებაა. მოსახლეობის თქმით, ისინი მეწყერსაშიშ ზონაში არიან და გვირაბის მშენებლობა სოფელს დამატებით საფრთხეს უქმნის. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არც კომპანია ,,აჭარისწყალ ჯორჯიაში" და არც ხულოს გამგეობაში არ გააკეთეს. ადგილობრივები მანამ არ აპირებენ დაშლას, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება.

ამავე კატეგორიაში