მონეტალური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 14 დეკემბერს გაიმართება

02 დეკემბერი 2016, 00:00 3480 ნახვა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 14 დეკემბერს გაიმართება,  სხდომაზე  ცნობილი გახდება, რა ზომების მიღებას აპირებს უწყება და  როგორ აფასებს ეროვნული ბანკი იმ რისკებს, რაც შეიძლება არსებობდეს ინფლაციასთან დაკავშირებით. კობა  გვენეტაძის  განცხადებით ინფლაციის თემა არის ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი და ყველა იმ ფაქტორს, რომელმაც შეიძლება ინფლაციაზე იმოქმედოს,  ეროვნული ბანკი  აანალიზებს. გვეტაძისვე განმარტებით  შეიძლება ერთი პროდუქტის ფასი ნამდვილად გაიზარდოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად, ყველაფრის ფასები იზრდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა  ონლაინ კრედიტებზეც ისაუბრა, მისი განცხადებით  ონლაინ სესხების ბევრი კომპანია შესაძლებელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გადაკეთდეს დეტალები კი მას შემდეგ გახდება ცნობილი რაც შესაბამისი  საკანონმდებლო  პაკეტი  მომზადდება.

ამავე კატეგორიაში