აჭარაში ხვალიდან გამოიდარებს

18 ნოემბერი 2016, 00:00 3143 ნახვა

უახლოესი დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ქარის გაძლიერება. თუმცა გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის სამსახურში ამბობენ, რომ რეგიონში ძლიერი ქარი მოსალოდნელი არ არის. უახლოესი 3 დღის  განმავლობაში რეგიონში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, სანაპირო ზოლში 13-15 გრადუსი სითბო, მთაში კი +5 - 10 გრადუსი იქნება.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში