"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დღეს ბათუმში გაიმართება

25 აპრილი 2024, 10:02 385 ნახვა

"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ბათუმში გაიმართება.

პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და დეპუტატები მოსახლეობას რეგიონებში უკვე მეოთხე დღეა  ხვდებიან. გუშინ ოზურგეთში,  შალვა პაპუაშვილმა კონსტიტუციური კანონის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა, კომისიის წევრებმა კი შეკრებილებს ცვლილებების შინაარსი დეტალურად გააცნეს. ამის შემდეგ დარბაზში შეკითხვები მოქალაქეებმა დასვეს.

კანონპროექტის ინიციატორებმა მოქალაქეებისთვის კანონის შინაარსის საჯარო განხილვები მას შემდეგ დაიწყეს, რაც საპარლამენტო განხილვაზე მის ხელახლა გატანას საზოგადოების მღელვარება მოჰყვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი