საქართველომ და უკრაინამ სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს

25 აპრილი 2024, 11:10 215 ნახვა

ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოში (EMSA) ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც მხარეებმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს - ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

"ხელმოწერამდე გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა უკრაინის დელეგაციასთან ორ ქვეყანას შორის საზღვაო სექტორში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სხვა ტექნიკური საკითხები განიხილა.

საქართველოს სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმები უკვე გაფორმებული აქვს შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან: თურქეთთან და რუმინეთთან, უახლოეს მომავალში კი, ბულგარეთთანაც მოეწერება ხელი. შედეგად, სანაპირო ნაოსნობაში ჩართული ქართველი მეზღვაურების დასაქმების არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში