ხარაგაულის მერი თანამდებობას ტოვებს

13 ივლისი 2020, 18:14 313 ნახვა

ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ ინფორმაცია, სოციალური ქსელით გაავრცელა. წერს, რომ გადაწყვეტილება რამდენიმე თვით ადრე მიიღო, მაგრამ გუბერნატორის და გუნდის თხოვნით ამ თანამდებობას ინარჩუნებდა. წასვლის მიზეზად საკუთარ სურვილს ასახელებს და ამბობს, რომ რჩება "ქართული ოცნების" გუნდში.

წელს იმერეთში თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე სამმა არჩეულმა მერმა დატოვა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში