ბათუმის ყოფილი მერის გზავნილი  საპატიმროდან

20 ივნისი 2020, 12:19 2491 ნახვა

მერწმუნეთ ღირსეულად გავუძლებ ყოველგვარ განსაცდელს, მაგრამ უსამართლობას და უღირსობას არასოდეს შევეგუები. ბათუმის ყოფილი მერი ციხიდან წერილს აგზავნის. ამბობს, რომ სინდისის ქენჯნა კი იმათ უნდა აწუხებდეთ ვინც თავისი პირადი კეთილდღეობისთვის არად აგდებს ღირსებას და ქვეყნის ბედს, ვისაც შეუძლია პირადი განცხრომის გამო გაყიდოს სინდისი, გათათხოს და ლაფში ამოსვაროს ყველა ვინც წინ აღუდგება. 

პატიმრობაში მყოფი ყოფილი მერი ასევე წერს, რომ იბრძოლებს ბოლომდე სიმართლისათვის და დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს.  გიორგი ერმაკოვს  ბათუმის საქალაქო სასამართლომ იაფის სახლის საქმეზე 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების  ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობის თანხის გაფლანგვაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში