საკონსტიტუციო ცვლილებებებს 113 ხმა სჭირდება

20 ივნისი 2020, 12:08 1592 ნახვა

ემუქრება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხე – მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ  ინიციატივას მათი სრული მხარდაჭერა ანუ 92 ხმა ექნება, ჯამში კი 117 დეპუტატი აპირებს ცვლილებებს მხარი დაუჭიროს, მათ შორის არიან დამოუკიდებელი დეპუტატები.

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემას არ აპირებს   საპარლამენტო ოპოზიცია - ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა, ისინი 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას და გიორგი რურუას გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარი დაუჭირონ დიალოგით შეთანხმებულ ცვლილებებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში