გამოცდები ახალი წესებით

09 ივნისი 2020, 20:04 439 ნახვა

1 საგამოცდო სექტორში, მხოლოდ 10 გამოსაცდელი , დამცავი ბარიერი მაგიდებზე და 2 მეტრიანი დისტანცია  - ასე მოუწევთ გამოცდების ჩაბარება წელს, აბიტურიენტებს, მაგისტრობის მსურველებსა და საგრანტო კონკურსში მონაწილეებს. პირბადე, როგორც რეგისტრაციის გავლისას, ასევე გამოცდაზე წერისას აუცილებელი ატრიბუტია.

აბიტურიენტებს გამოცდის წინა დღეს ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პისიარ ტესტის გაკეთება და საგამოცდო ცენტრში ცნობის წარდგენა მოუწევს, რომ კოვიდინფიცირებული არ არის. აღნიშნული რეკომენდაცია ერთ-ერთია, რომელსაც საგამოცდო ცენტრებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აძლევს.  

ნიღბის მოხსნის, სოციალური დისტანციის დარღვევისა და ხელების დამუშავებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აბიტურიენტი შენიშვნას მიიღებს, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი გამოცდიდან მოიხსნება. კონდენციონერები კი შენობებში ჩართული იქნება მხოლოდ გამოცდამდე და გამოცდებს შორის პერიოდში.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი